">
ჩვენი სამზარეულოს ხელოვნება
მელაანური გასტრონომია უძველესი კერძებს აერთიანებს, როგორიცაა ჭინჭრის ხინკალი, ლობიოში გამომცხვარი პური, ხაჭაპური, ნაზუქი და სხვა; ვიდრე კერძებს დააგემოვნებთ, შეგიძლიათ, მათ მომზადებაშიც მიიღოთ მონაწილეობა. აქ ყველაფერი მასპინძლის ოჯახის მიერ წარმოებული პროდუქტით მზადდება - დაწყებული ხორბლის ფქვილით, დამთავრებული მზესუმზირას ზეთით, ნატურალური ღვინითა და ჩაროზებით.
გასტრონომიული ტურის შემდეგ, შეგიძლიათ საფეხმავლო ან საცხენოსნო ტურშიც ჩაერთოთ. მარშრუტი ლაკბეს ხეობაში გადის, რომელიც სოფელ ირგვლივ აკრავს. ხეობაში მოგზაურობისას რამდენიმე ტბა და ვულკანური წარმოშობის ტალახის კერა შეგხვდებათ.